შპს "კუმისი XXI" აცხადებს ვაკანსიას სასურსათო კვერცხის დისტრიბუტორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უზრუნველყოფის სახით უძრავი ნივთის (ბინა, სახლი მიწის ნაკვეთი) იპოთეკით დატვირთვა კომპანიის სასარგებლოდ
** ასაკი: 22-დან 35 წლამდე;
** სქესი - მამრობითი
** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
ფუნქციები:
** პროდუქციის რეალიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის ეფექტური განაწილება/განთავსება.
** ორიენტაცია გაყიდვების მუდმივ ზრდაზე.
** ახალი ობიექტების ათვისება
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** მიზანდასახულობა;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფელი კუმისი
კომპანია უზრუნველყოფს ავტომობილს, საწვავს, მობილურ კავშირს.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kumisi.ge
გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ "Subject"-ში: დისტრიბუტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.
დისტრიბუტორი
24 ივლისი 2018
25 სექტემბერი 2018