triangle დაგვიკავშირდით: +995 0790 262 520

ჩვენი საწარმო

შპს „კუმისი XXI“ შეიქმნა 2005 წლის 3 ნოემბერს, რომლის ძირითადი საქმიანობაა: ქათმის კვერცხის წარმოება. ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით. იგი განლაგებულია 12 ჰექტარზე 2 კომპლექსად. პირველი კომპლექსის ნაწილში განლაგებულია 7 საფრინველე - საწარმო ფრინველისათვის და ასევე 2 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან 7 საფრინველედან ერთ-ერთში, რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის ერთ-ერთში, რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დ დადება 20 კვირის ასაკიდან. აქ ფრინველი ატარებს თავის დროის უდიდეს ნაწილს 60 კვირას. თვითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28000 ცალ ფრინველზე. ფრინველის კვება და წყლით მომარაგება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. დანადგარები, სადაც ზის ფრინველი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.  შპს „კუმისი XXI“-მა რამოდენიმეჯერ გაიარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმება და დადასტურდა წარმოების მაღალი დონე. კომპანიას გააჩნია მის მიერ წარმოებული თვითოეული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი. 2011 წლის 18 ნოემბერს ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალური ასამბლეის ეგიდით გამართულ ცერემონიაზე შპს „კუმისი XXI“-ი საპატიოდ დაჯილდოვდა ხარისხის ნიშნის სერთიფიკატით და მისი პროდუქცია შეტანილ იქნა “The Best Quality of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი. კომპანია 2017 წლიდან ფლობს ISO 22 000 საერთაშორისო დონის სერთიკიკატს, რომელიც ასევე ადასტურებს კომპანიის როგორ პროდუქციის, ასევე მენეჯმენტის მაღალ ხარისხსა და პროფესიონალიზმს.  პროდუქციის რეალიზაციას ახდენს შპს „კუმისი XXI“-ის რეალიზაციის განყოფილება, საწარმოს კუთვნილი ავტომობილებით. კომპანიას აქვა სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი). დღეისათვის შპს „კუმისი XXI“-ი აქტიურად თანამშრომლობს ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტთან.