triangle დაგვიკავშირდით: +995 0790 262 520

გემრიელად შემწვარი ქათამი

რეცეპტის ინგრედიენტები

4   ცალი ქათმის გულ-მკერდი

1   ს/კ გამხმარი რეჰანი

3⁄4  ჩ/კ მარილი

55   გრ. კარაქი/მარგარინი

1⁄4  ჩ/კ ნივრის ფხვნილი

რეცეპტის მომზადების საფეხურები

1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე.

2. დაალაგეთ ქათმის გულ-მკერდი (ძვლებით და კანით) მცირედად ცხიმწასმულ(კარაქი/მარგარინი) ტაფაზე ან საცხობ ლანგარზე. გაადნეთ დარჩენილი კარაქი, შეურიეთ გამხმარი ბაზილიკი, ნივრის ფხვნილი, მარილი და მოაცხეთ ქათამს. სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი დაფქული შავი წიწაკა.

3. შედგით ღუმელში და აცხვეთ 60-75 წუთის განმავლობაში.

შენიშვნა: თუ ნივრის ფხვნილი არ მოგეპოვებათ, დააქუცმაცეთ 1-2 კბილი ნიორი, მოაყარეთ გრანულირებული მარილი და გააჩეეთ 10-20 წუთით.