
კუმისის მეფრინველეობის ფაბრიკა გთავაზობთ ახალ ბროდუქტს კუმისის ფერმერი, რომელიც შეიქმნა სრულიად ინოვაციური ტექნოლოგიური პროცესების შედეგად, რაც გულისხმობს
სოფლის კვერცხის ანალოგი პროდუქტის წარმოებას ფერმის პირობებში.
კუმისის ფერმერის უნიკალურობა დადასტურებულია სხვადასხვა ტიპის დასკვნებითა და ლაბორატორიული კვლევებით.
უპირატესობები:
ფრინველი იზრდება ბუნებრივ საკვებზე, რომელსაც მოიხმარს თავისი სურვილის მიხედვით ღია/თავისუფალ გარემოში.
ფრინველის კვების რაციონში შედის: სიმინდი, ხორბალი, ქერი, კირქვა და ასევე ბალახი, რაც კვერცხის შემადგენლობას განსაკუთრებულს ხდის.
უარი ვთქვით ყველანაირ ქიმიურ დანამატებზე, ვიყენებთ მხოლოდ ბუნებრივს. წყალი, რომელიც მიეწოდება ფრინველს, იფილტრება მხოლოდ ბუნებრივი წარმოშობის ფილტრებით.
კუმისის ფერმერის ფრინველი იმყოფება განსხვავებულ, თავისუფალ გარემოში. ჩვენ ვიზიარებთ ევროპასა და ამერიკაში დანერგილ უახლეს სტანდარტებს, რომელიც გულისხმობს ფრინველთა უფლებების დაცვის მიზნით, 1 ფრინველზე სადგომი ადგილის ზრდას, რაც მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.
ჩვენი კვერცხი თავისი არსით და ტექნოლოგიით უნიკალურია და განსხვავდება სტანდარტული სასურსათო კვერცხისგან თავისი შეფერილობით,
შემადგენლობით და საკვები ღირებულებებით. ის მაქსიმალურად მიახლოებულია სოფლის, თავისუფალ გარემოში მყოფი ფრინველის მიერ დადებულ კვერცხთან და შესაბმისად მისი სასარგებლო თვისებებიც თითქმის ანალოგიურია სოფლის კვერცხის.კუმისის ფერმერის უნიკალურობა დადასტურებულია სხვადასხვა ტიპის დასკვნებითა და ლაბორატორიული კვლევებით.