triangle დაგვიკავშირდით: +995 0790 262 520

სიახლე

ქათმის მკერდი სოკოთი
ნახვა: 251
24.07.2018

რეცეპტის ინგრედიენტები

2   ცალი ქათმის მკერდი

225   გრ. სოკო

 

1⁄2  ჭიქა წყალი

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

მწიკვი მარილი

15   გრ. კარაქი

მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

1. გააცხელეთ ღუმელი 200C გრადუსზე.

2. უძვლო და კანიან ქათმის მკერდს მოაყარეთ მარილი და წიწაკა(ორივე მხარეს).

3. დადგით ტაფა საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და გააცხელეთ ზეთი. მოათავსეთ ქათმის მკერდი ტაფაზე კანიანი ზედაპირით და შეწვით 5 წუთით(ნუ გადააბრუნებთ ამ დროის განმავლობაში), სანამ კანი ყავისფერი არ გახდება.

4. აუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ ქათმის შეწვა მეორე მხრიდან. თან ჩაუმატეთ 6-7მმ სისქის ნაჭრებად დაჭრილი სოკო და მოაყარეთ 1 მწიკვი მარილი*. მუდმივად ურიეთ სოკოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

5. ამ დროის გასვლის შემდეგ შედგით ტაფა გახურებულ ღუმელში და დატოვეთ, სანამ ქათმის მკერდი კარგად არ შეიწვება. ამას დაჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი, მისი ზომიდან გამომდინარე. გადმოალაგეთ მკერდები თეფშზე და მსუბუქად დააფარეთ ალუმინის ფოლგა, რათა არ გაცივდეს.

6. დადგით ტაფაში დარჩენილი სოკო საშუალოზე მაღალ ცეცხლზე და განაგრძეთ მისი შეწვა. თან მუდმივად ურიეთ 5 წუთის განმავლობაში, სანამ ტაფაზე სოკოს ნამწვავები არ დარჩება. ამ დროს გასვლის შემდეგ მოასხით წყალი და განაგრძეთ ხის კოვზით მორევა. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან დაახლოებით 2 წუთში, როცა წყლის მოცულობა განახევრდება.

7. მალევე ჩაუმატეთ შემწვარი ქათმის წვენი, თუ ამ დროის განმავლობაში რამე მოგროვდა. ჩაუმატეთ კარაქი და ურიეთ, სანამ სრულად არ გადნება. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

8. შემწვარი სოკო თავისი სოუსით მოასხით შემწვარ ქათამს, სურვილისამებრ შეკაზმეთ მწვანილით და გემრიელად მიირთვით!

 

comments section

მსგავსი სიახლეები

1 ოქტომბერი - ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე

კომპანია კუმისი შეურთდა 1 ოქტომბერს, კათარზისის ორგანიზებით მოწყობილ ულამაზეს ღონისძიებას და საქართველოში მცხოვრებ ყველა ხანდაზმულს მიულოცა ხანდაზმულთა საერთაშ ...

სიახლე კუმისისგან ახლა უკვე მუყაოს შეფუთვაში

მეფრინველეობის ფაბრიკა კუმისი მუდმივად ვითარდება და იზიარებს ევროპასა თუ ამერიკაში დადგენილ სტანდარტებს. სწორედ ამიტომ სტანდარტულ შეფუთვასთან ერთად გთავაზობთ ა ...

კუმისის ფერმაში ქათმები ყოველთვის ჯანსაღად იკვებებიან

კუმისის ქათმები იკვებებიან ნატურალური მარცვლეულით: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირისა და სოიოს შროტი. საწარმოს აქვს საკუთარი საკვები საამქრო, სადაც მზა ...

კულინარიული გადაცემა კუმისის სპონსორობით

სასიამოვნო სიახლე გურმანებისთვის ყოველ ხუთშაბათს, რუსთავი 2 ის დილის გადაცემის ეთერში კომპანია კუმისის სპონსორობით დაიწყო ახალი კულინარიული გადაცემა, ს ...

კონკური - საუკეთესო სლოგანი

კომპანია კუმისმა გამოაცხადა კონკურსი საუკეთესო სლოგანის მოფიქრებაზე რის შედეგადაც გამოვლინდა 2 გამარჯვებული. I და II ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ ფულად ...

ჩვენ საწარმოს მოძრაობა KAR.GE - ს დამფუძნებელი ბატონი ტარიელ ზივზივაძე ეწვია.

ჩვენ საწარმოს მოძრაობა KAR.GE - ს დამფუძნებელი ბატონი ტარიელ ზივზივაძე ეწვია, რომელმაც ერთგულ მომხმარებელთან ერთად დაათვალიერა და გაიცნო ჩვენი ფაბრიკა.  ...

კუმისი ბავშვთა ქალაქში

კუმისმა თავის პატარა მომხმარებელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ბავშვთა ქალაქ მზიურში მიულოცა ულამაზესი ღონისძიებით, რომელიც ზალიკოს ცენტრთან ერთად დაგეგმა. ...

კვერცხის დახარისხების ბოლო ეტაპი

ლორემ იპსუმ გეკითხება გადაალაჯებდა დუმილით განძია წინადადება სილიკონის გამოგართმევენ ვაცხადებ ტყუილები. მოისვა იტყუებ მოსვენებაც გამოიცვლებოდა მკერდით მექანიზმ ...

ჩვენი რეცეპტები

მოცხარის მაფინები
05.07.2018

რეცეპტის ინგრედიენტები: 1   ჭიქა შაქარი 2   ცალი კვერცხი 21& ...

გემრიელად შემწვარი ქათამი
12.07.2018

რეცეპტის ინგრედიენტები 4   ცალი ქათმის გულ-მკერდი 1   ს/კ გამხმ ...