We Wellcome you on our website!

კომპანიის შესახებ:

შპს „კუმისი XXI“ შეიქმნა 2005 წლის 3 ნოემბერს, რომლის ძირითადი საქმიანობაა: ქათმის კვერცხის და ქათმის ხორცის წარმოება.

ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით.

იგი განლაგებულია 12 ჰექტარზე 2 კომპლექსად.

პირველი კომპლექსის ნაწილში განლაგებულია 7 საფრინველე - საწარმო ფრინველისათვის და ასევე 2 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან 7 საფრინველედან ერთ-ერთში, რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დადება 20 კვირის ასაკიდან. აქ ფრინველი ატარებს თავის დროის უდიდეს ნაწილს 60 კვირას. თვითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28000 ცალ ფრინველზე.

ფრინველის კვება და წყლით მომარაგება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. დანადგარები, სადაც ზის ფრინველი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მეორე კომპლექსის ნაწილში განლაგებულია სახორცე (ბროილერის) ჯიშის ქათმის გამოსაზრდელი საფრინველეები. ფრინველის გამოზრდა ხდება 1 დღის ასაკოდან 35 დღემდე წამყვანი გერმანული ფირმის „ბიგ დაჩმენის“ დანადგარებში. ფრინველის კვება და წყლით მომარაგება ამ სექტორშიც სრულიად ავტომატიზირებულია, რათა მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ადამიანის ჩარევის ფაქტორი ფრინველის გაზრდაში. აქვე ხდება ზრდასრული ფრინველის დაკვლა, დამუშავება, შეფუთვა და სამაცივრე დანადგარებში განთავსება.

შპს „კუმისი XXI“-მა რამოდენიმეჯერ გაიარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმება და დადასტურდა წარმოების მაღალი დონე. კომპანიას გააჩნია მის მიერ წარმოებული თვითოეული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.

2011 წლის 18 ნოემბერს ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალური ასამბლეის ეგიდით გამართულ ცერემონიაზე შპს „კუმისი XXI“-ი საპატიოდ დაჯილდოვდა ხარისხის ნიშნის სერთიფიკატით და მისი პროდუქცია შეტანილ იქნა “The Best Quality of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი.

პროდუქციის რეალიზაციას ახდენს შპს „კუმისი XXI“-ის რეალიზაციის განყოფილება, საწარმოს კუთვნილი ავტომობილებით. კომპანიას აქვა სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი). დღეისათვის შპს „კუმისი XXI“-ი აქტიურად თანამშრომლობს ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტთან.

 

ფრინველის კვება:

           ქათმის საკვებად გამოიყენება ადგილობრივი წარმოების მარცვლეული: სიმინდი, ხორბალი, ქერი, ქატო, მზესუმზირის შროტი, სოიოს შროტი, ვიტამინებისა და მინერალების ნაკრები და სხვ. საწარმოსთვის სამყოფი მარცვლეულის (სიმინდი, ხორბალი) 35%-ს კომპანია აწარმოებს საკუთარ სახნავ-სათეს 220 ჰექტარ მიწებზე, რომელიც მდებარეობს კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოწეული მოსავალი ინახება სპეციალიზირებულ მარცვლის საცავებში, რომლებიც უზრუნველყოფილია საჭირო ვენტილაციითა და ტენიანობის დონით. ამ საცავებში შესაძლებელია შეინახოს მარცვლეული მინიმუმ 6 თვე.

საწარმოს გააჩნია საკუთარი საკვების საამქრო, სადაც ხდება საკვების დამზადება სხვადასხვა კომპონენტებისაგან, რომელიც შემდეგ მიეწოდება შესაბამის საფრინველეებს მიღებული

 შეკვეთებიდან გამომდინარე. საკვები საამქრო აღჭურვილია უცხოური, თანამედროვე დანადგარებით, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიან და უაღრესად ზუსტი შემადგენლობის კომბინირებული საკვების დამზადებას.

 



ლაბორატორიული შემოწმება:

საწარმოს გააჩნია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც ხდება როგორც ცალკეული კომპონენტების ასევე კომბინირებული საკვების, მზა პროდუქციის: კვერცხის და ქათმის სრული ლაბორატორიული შემოწმება. ამჟამად შესაძლებელია 14 სახის ანალიზის ჩატარება. ლაბორატორიული ანალიზების სიზუსტე აღიარებულია „ხარისხის ნიშნის“ მიერ.

© 2011 Kumisi XXI LTD. All Rights Reserved.