We Wellcome you on our website!
KumisiKumisiKumisiKumisi
კომპანიის შესახებ

შპს „კუმისი XXI“ შეიქმნა 2005 წლის 3 ნოემბერს, რომლის ძირითადი საქმიანობაა: ქათმის კვერცხის და ქათმის ხორცის წარმოება.

ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით.

იგი განლაგებულია 12 ჰექტარზე 2 კომპლექსად.

პირველი კომპლექსის ნაწილში განლაგებულია 7 საფრინველე - საწარმო ფრინველისათვის და ასევე 2 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან 7 საფრინველედან ერთ-ერთში, რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დადება 20 კვირის ასაკიდან. აქ ფრინველი ატარებს თავის დროის უდიდეს ნაწილს 60 კვირას. თვითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28000 ცალ ფრინველზე.

ფრინველის კვება და წყლით მომარაგება ხდება ავტომატურ რეჟიმში. ასევე ავტომატურია საფრინველეში კლიმატის კონტროლი და კვერცხის აკრეფა. დანადგარები, სადაც ზის ფრინველი შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

მეორე კომპლექსის ნაწილში განლაგებულია სახორცე (ბროილერის) ჯიშის ქათმის გამოსაზრდელი საფრინველეები. ფრინველის გამოზრდა ხდება 1 დღის ასაკოდან 35 დღემდე წამყვანი გერმანული ფირმის „ბიგ დაჩმენის“ დანადგარებში. ფრინველის კვება და წყლით მომარაგება ამ სექტორშიც სრულიად ავტომატიზირებულია, რათა მაქსიმალურად იყოს გამორიცხული ადამიანის ჩარევის ფაქტორი ფრინველის გაზრდაში. აქვე ხდება ზრდასრული ფრინველის დაკვლა, დამუშავება, შეფუთვა და სამაცივრე დანადგარებში განთავსება.

შპს „კუმისი XXI“-მა რამოდენიმეჯერ გაიარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემოწმება და დადასტურდა წარმოების მაღალი დონე. კომპანიას გააჩნია მის მიერ წარმოებული თვითოეული პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.

2011 წლის 18 ნოემბერს ევროპის ხარისხის ორგანიზაციის 117-ე გენერალური ასამბლეის ეგიდით გამართულ ცერემონიაზე შპს „კუმისი XXI“-ი საპატიოდ დაჯილდოვდა ხარისხის ნიშნის სერთიფიკატით და მისი პროდუქცია შეტანილ იქნა “The Best Quality of Georgia”-ს კატალოგში როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქტი.

პროდუქციის რეალიზაციას ახდენს შპს „კუმისი XXI“-ის რეალიზაციის განყოფილება, საწარმოს კუთვნილი ავტომობილებით. კომპანიას აქვა სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით (აჭარა, იმერეთი, გურია, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი). დღეისათვის შპს „კუმისი XXI“-ი აქტიურად თანამშრომლობს ათასზე მეტ სავაჭრო ობიექტთან. ვრცლად

პროდუქცია

კვერცხი

ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების და ბიოქიმიური შემადგენლობის საკვები პროდუქტია, რომელისც უზრუნველყოფს ცოცხალ ორგანიზმს ყველა საჭირო ნივთიერებით. კვერცხი შეიცავს 12 ვიტამინს. A, D, B1, B2, E და ხოლინს, ასევე კვერცხი შეიცავს მინერალებს: კალციუმს, ფოსფორს, იოდს, სპილენძს, რკინასა და კობალტს. კვერცხი თავისი წონიდან გამომდინარე იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად.

ქათმის ხორცი

ქათმის ხორცი არის ჯანსაღი კვების ერთერთი შემადგენელი ნაწილი. იგი შეიცავს ცილას, ვიტამინებს, ამინომჟავებს, მინერალებს. გარდა ამისა ფრინველის ხორცი თავისი შემადგენლობით, ფერით, საგემოვნო თვისებებით, ძუძუმწოვრების ხორცთან შედარებით, მომხმარებლის რელიგიის და კულტურის გათვალისწინებით, მრავალი პროდუქტის დამზადების შესაძლებლობას იძლევა.

ქათმის ღვიძლი

ქათმის ღვიძლი არის პროდუქტი რომელიც გაჯერებულია ვიტამინებით: A, B1, B2, B6, B9, C და PP. იგი შეიცავს რკინას, კალიუმს, კალციუმს, მაგნის, ნატრის, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძს, ქრომსა და ცინკს.

ქათმის კუჭი

ქათმის კუჭი არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი. იგი შეიცავს როგორც ნახშირწყლებს, ცილას, ვიტამინებს (A, B1, B2, B6, B9 და PP), მიკროელემენტებს (კალიუმი, კალცი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა, კობალტი, მანგანუმი, სპილენძი, მოლიბდენი და ცინკი) და ამინომჟავებს.

© 2011 Kumisi XXI LTD. All Rights Reserved.